
თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც მმართველი პარტიას სთხოვდა, რომ დღის წესრიგში დამდგარიყო სკვერის ან მემორიალის მოწყობის საქმე, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელობის იქნება. "ქართული ოცნება" ოპოზიციის ამ შემოთავაზებას გაურკვეველი მიზეზების გამო არ ეთანხმება.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქტივისტ მარიამ შუშანიასა და "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრს შორისაც, რის შემდეგაც საკრებულოს მანდატურებმა აქტივისტის გაყვანა სცადეს.
სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციონერები ასევე ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია, რატომ გახდა საჭირო კანცელარიის შენობასთან სკვერის მოწყობა ისე, რომ თბილისის მერიას ნებართვაც არ ჰქონდა გაცემული.
"ვნახეთ, მოვუსმინეთ აქეთა ვერსიებსაც და როდიდან და რა მოსაზრებებით იყო ზოგადად მანდ სკვერის გაკეთების იდეაზე ჯერ კიდევ არქიტექტორები საუბრობენ. რა დაჩქარებაზე საუბრობენ, როდესღაც ხომ უნდა გაკეთებულიყო," - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
ავტორი: ნინო გიგაური