უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს სამშობლოში 13 აპრილს ჩამოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს სამშობლოში 13 აპრილს, 04:25 საათზე ჩამოასვენებენ. ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე ავრცელებს:

"დავით ქუჩუკიანის ცხედარი ჩამოფრინდება  13.04.2023 04.25 დილით. დავხვდეთ ჩვენ გმირს #დიდებაგმირებს", - წერს ნადიმ ხმალაძე.

დავით ქუჩუკიანი უკრაინაში, საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კი 5 აპრილს გავრცელდა. 

ცნობილია, რომ დავით ქუჩუკიანი გამოცდილი ჯარისკაცი იყო და სამხედრო მისიით, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი