
ენმ-ის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვს. რიკოთის მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ ქარსელაძე უნდა დაიკითხოს და დაიწყოს გამოძიება მილიონობით ლარის გაფლანგვაზე
"რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი?! პასუხისმგებელი არავინ არის?!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის მიმართულებით მოძრაობა დღეს ისევ აიკრძალა.
იხილეთ ასევე: