ენმ-ის თავმჯდომარე და გიული ალასანია ვარშავაში, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან - გიული ალასანიასთან და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელ- გიორგი ჩალაძესთან ერთად , შეხვედრა გამართა პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერთან - მალგოჟეტა გოშევსკასთან.

"გუშინ პატივი მივაგეთ 13 წლის თავზე დაღუპულებს. პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის, მის მეუღლეს, ათობით სამხედრო პირს, სასულიერო პირებს, პოლიტიკურ ელიტას და შესაბამისად გუშინვე გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარ ფოტიგასთან.

 მასთან ერთად მივაგეთ პატივი პრინციპში მასთან ერთად იყო ეს ღონისძიება. ცხადია გუშინაც ფოტიგასთან დღეს სეიმის ვიცე სპიკერთან ჩვენი საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს პერსპექტივას ჩვენ, ყველას, ნაციონალური მოძრაობა, ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს მეგობრებს,რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსი ოლიგარქის გამო და რეჟიმის გამო და ჩვენ ვიმსახურებთ და უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვყავს კრემლიდან მართული და ამასობაში ცხადია საუბარი შეეხებოდა ორივე შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

რაც შეეხება ვიზიტს, ხვალ 12 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში დაჯილდოვდება კაჩინსკის პრომეთეს ჯილდოთი. ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ ამ ჯილდოს”. - თქვა ხაბეიშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი