"რამშტეინის" მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი, მეთერთმეტე შეხვედრა რამშტეინის ავიაბაზაზე 21 აპრილს გაიმართება.

"აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინ გეგმავს უხელმძღვანელოს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის პირად შეხვედრას რამშტეინის საჰაერო ძალების ბაზაზე, გერმანიაში, რომელიხ 2023 წლის 21 აპრილს გაიმართება"  - წერია განცხადებაში 

შეგახსენებთ, რომ რამშტეინის ფორმატში პირველი შეხვედრა გასული წლის აპრილში შედგა, რომელზეც ქვეყნებმა უკრაინისთვის 5 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცეს. 

მომდევნო თვეებში კოორდინაცია გაუწიეს ჰაუბიცების, ჯავშანმანქანების, სარადარო რაკეტების, საზენიტო იარაღისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი