
პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობები აშენდება - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს. მისი თქმით, საწყობები პოლონეთის უსაფრთხოების ზომებს კიდევ უფრო გაზრდის.
"ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შევქმნით იარაღის საწყობებს. NATO-ს კუთვნილი რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში განთავსდება. ამის წყალობით, ჩვენ ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყანა ვიქნებით" - განაცხადა მორავეცკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთში საწყობების აშენება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს გააქტიურებას, რაც მტრებს შეაკავებს.