ხვალ მესამე პრეზიდენტს პოლონეთის უმაღლესი ჯილდო გადაეცემა. კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდოს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს გადასცემენ. ცერემონიას როგორც პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ევროპარლამენტარები დაესწრებიან.
ცნობილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიენტის გარდა ჯილდოები პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს გადაეცემა. დაჯილდოვების პარალელურად ქართულმა ოცნებამ ახალი პროპაგანდისტული შეტევა დაიწყო და ისევ მიხეილ სააკაშვილის გაშავებას ცდილობს. ხელისუფლების ლიდერები დღეს იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ მესამე პრეზიდენტმა ჯილდო იყიდა.