10 მლნ ლარი ნაგვის ურნებისთვის, კახა კალაძემ 200 ნაგავშემკრები კონტეინერის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და თითო ურნაში ბიუჯეტიდან 50 000 ლარს გადაიხდის. აღნიშნული კონტეინერები წერეთლის გამზირზე დაიდგმება.
2 წლის წინ ანალოგიური ურნები მერმა, ჭავჭავაძის გამზირისთვის შეიძინა და 7 მლნ ლარი გადაიხადა. ოპოზიცია ამ პროექტში კორუფციის ნიშნებს ხედავს და ამტკიცებს, რომ კალაძის მიზანია ტენდერში ისევ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა კომპანია "ჯითი მოტორსმა" გაიმარჯვოს.
ავტორი: ნინო გიგაური