
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ბოლო წლებში, ქვეყნის ინფორმაციის თავისუფლების მაჩვენებელი შემცირებულია.
კვლევის თანახმად, ინფორმაციის საჯაროობა მცირდება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კი ყველაზე ნაკლებ გამჭვირვალე უწყებაა. აღნიშნული კრიტერიუმით, მეორე პოზიციას იუსტიციის სამინისტრო იკავებს, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე გაუმჭვირვალე უწყებად მიიჩნეოდა.