მედია: ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

გამოქვეყნდა:

უცხოური მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ვიცე-პრე­მი­ერმა, ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა, სე­რიკ ჟუ­მან­გა­რინ­მა მედიასთან განაცხადა, რომ ყა­ზა­ხე­თი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ნავ­თო­ბის ექსპორ­ტის გაზ­რდას გეგ­მავს.

"გა­სულ წელს "ყაზ­მუ­ნა­ი­გაზ­მა" და "სო­კარ­მა" სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­წე­რეს ხელი შე­თან­ხმე­ბას, 2023 წლი­დან ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნით 1.5 მი­ლი­ო­ნი ტონა ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბას ვგეგ­მავთ. მარ­ტში უკვე დაიწყო პრო­ცე­სი, პირ­ვე­ლი ორი ტან­კე­რი გა­იგ­ზავ­ნა - ეს 20 ათა­სი ტო­ნაა, აპ­რი­ლის­თვის 125 ათა­სი ტონა არის და­გეგ­მი­ლი.

გუ­შინ საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­წარ­მოს შექ­მნის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ამ სატრანზიტო მარშრუტზე ერთიანი ოპერატორი იქნებოდა, გამჭოლი ტარიფით, ტრანზიტის იაფი შესაძლებლობებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით" - განაცხადა ჟუ­მან­გა­რინ­მა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი