სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი პოზიციები სომხების მხრიდან ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლის ქვეშაა მოქცეული.
"11 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პროვოკაციის მიზნით ინტენსიურად დაბომბეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ლაჩინის მიმართულებით. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ამჟამად ჩვენი პოზიციები სომხების მხრიდან ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლის ქვეშაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ირანული მედია იუწყება, რომ IRGC-ის თვითმფრინავები ჩრდილო-დასავლეთ საზღვრისკენ სადაზვერვო მისიების შესასრულებლად გაფრინდნენ .