თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმების განცხადება

გამოქვეყნდა:

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" მხარდაჭერას უცხადებენ და თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი. მათი თქმით, ეს ჩვენი ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ მისწრაფების მკაფიო განაცხადი იქნება და ერთი ნაბიჯით დააახლოებს საქართველოს ევროპულ დიდ ოჯახთან.

გთავაზობთ განცხადებას: 

საქართველო ევროკავშირისგან ელოდება კანდიდატის სტატუსს და კონსტიტუციაში ასახული ისტორიული მიზანი – საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა, როგორც არასდროს, ახლოსაა განხორციელებასთან. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმ 12 მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც 2022 წლის ივნისში საქართველოს დაუსახეს.

აღნიშნული მოთხოვნებიდან მე-7 ეხება მედიის თავისუფლებას, კრიტიკული მედიის არსებობას და მედიაპლურალიზმს. ამ პუნქტში მითითებულია, რომ მედიამენეჯერების წინააღმდეგ სამართალწარმოება უნდა პასუხობდეს უმაღლეს სტანდარტებს.

მე-7 მოთხოვნაში ამ ჩანაწერის თავად არსებობა, მაღალი ალბათობით, გამოწვეულია, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“დამფუძნებლის, მედიამენეჯერის, ადვოკატთა ასოციაციის წევრ - ნიკა გვარამიას სრულიად აბსურდული და ხელოვნურად შეთხზული ბრალდებით დაპატიმრებით.

საქართველოს მიმართ წაყენებული 12 მოთხოვნის შესრულებას ევროკომისია აპრილში შუალედურად შეაფასებს და სწორედ ამ შეფასებაზე იქნება მეტწილად დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წლის შემოდგომაზე.

ჩვენ, ამერიკის შეერთბულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმები სრულიად ვუჭერთ მხარს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ და თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ჩვენი ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ მისწრაფების მკაფიო განაცხადი იქნება და ერთი ნაბიჯით დააახლოებს საქართველოს ევროპულ დიდ ოჯახთან.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ნანა გეგეჭკორი - კარდიოლოგი - ბრუკლინი, ნიუ იორკი
  • ლადო ჩაჩანიძე - ინფექციური სნეულებანი - მემფისი, ტენესი
  • გიორგი კაციტაძე - პედიატრი - ჯორჯია
  • ხათუნა ნაცვლიშვილი-სტეპკოვიჩი - ოჯახის ექიმი - სირაკუზი, ნიუ ორკი
  • საბა ბეჟანიშვილი - ნევროლოგი - ატლანტა, ჯორჯია
  • ხათუნა ქადეიშვილი - ინფექციური სნეულებანი - ბრონქსი, ნიუ ორკი
  • თამარ ჩერქეზიშვილი - შინაგანი სნეულებანი - ნიუ ჰეივანი, კონექტიკუტი
  • დავით მაღლაკელიძე - შინაგანი სნეულებანი - ბრუკლინი, ნიუ ორკი
  • დავით ჩაჩხიანი - ნევროლოგი - ლუიზიანა
  • სალომე ლემბეკი - ნევროლოგი - სირაკუზი, ნიუ ორკი
  • თინა ურპანიშვილი - შინაგანი სნეულებანი - ნიუ ორკი
  • ნანა მაკალათია - შინაგანი სნეულებანი - ნიუ ორკი
  • ნინო ოქროშიძე - ოჯახის ექიმი - ფილადელფია, პენსილვანია
  • ხათუნა გურგენაშვილი - ნევროლოგი - ჩამბესბურგი, პენსილვანია
  • ნინო ისაკაძე - ელექტროფიზიოლოგი - ბალტიმორი, მერილენდი
  • მამუკა მაჩაიძე - ინფექციური სნეულებანი - ბალტიმორი, მერილენდი
  • იანა ძაგნიძე - ფსიქიატრი - ატლანტა, ჯორჯია
  • მარიკა გელაშვილი - შინაგანი სნეულებანი - ვირჯინია
  • ნინო ქუცხრიკიძე - შინაგანი სნეულებანი - სემინოლი, ფლორიდა
  • ეკატერინე მეტრეველი - ექთანი პრაკტიკოსი - ფისტერვილი, პენსილვანია
  • მარინე ძაგნიძე - ექთანი - ფრიჰოლდი, ნიუ ჯერსი
  • ნინო მიმინოშვილი - ექთანი პრაკტიკოსი - ნიუ ორკი
  • ლიზა ჩერქეზიშვილი - ექთანი - ბერკლი ჰაიტს, ნიუ ჯერსი
  • პაატა შუბლაძე - ექთანი - ჰანტინგტონ ვალი, პენსილვანია
  • სალომე ზაქარიაძე - ექთანი - ჰოლანდი, მიჩიგანი
პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი