ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, ის საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია - ეს განცხადება დღეს, 30 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იგი გაეცნო ამერიკელი კონგრესმენების ღია წერილს და იქ ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული არაა.

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი. ის, პირიქით, არის საქართველოში გარანტი დემოკრატიის განვითარების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა შევძლებთ და საქართველოში დაიწყება და გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომლებიც უკვე 8 წელია, მიმდინარეობს, - განმარტა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს ექვსმა კონკრესმენმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მწვავე წერილი მიწერა, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელიც ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ამერიკული ბიზნესები რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი