
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ინტენსიურად აძლიერებს თავდაცვით ხაზებს სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონში. სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფია.
ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი ასეთ ძალისხმევას, მელიტოპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელი კონტრშეტევის მოგერიების მიზნით მიმართავს.
დაზვერვის თანახმად, თავდაცვის ამ ხაზს აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული დაბრკოლება უკრაინული ძალებისთვის, მაგრამ მისი ეფექტურობა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია საკმარისი შეიარაღებისა და პერსონალის მიწოდებაზე.
შეძლებს თუ არა რუსული ჯარების სამხრეთ ჯგუფი ამ რესურსების შეგროვებას, გაურკვეველია - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მოხსენებაში.