ნუ ძაბავთ მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ - რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რიკოთზე

გამოქვეყნდა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მედიას რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით მოსახლეობის დაძაბვაში ადანაშაულებს. მზია გიორგობიანი ამბობს, რომ ადგილზე არაფერი ჩამონგრეულია.

"ნუ აკეთებთ ასე მწვავე შეფასებებს, ძალიან გთხოვთ, ნუ ძაბავთ მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ, ინფორმაცია ძალიან მალე განთავსდება და ყოველდღიურად მოგაწოდებთ განახლებულ ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ. მუშა პროცესია, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. არაფერი არ ჩამოინგრა. ხომ არ ვიდავებთ, ნუ მომყვებით, არასერიოზულ კითხვებზე არ ვაკეთებ კომენტარს", - ამბობს მზია გიორგობიანი.

რიკოთხე გუშინ მთის ფერდი ჩამოიშალა და ქვათაცვენის გამო გზა დროებით ისევ ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, დღის მეორე ნახევარში ოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის - მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები.

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი