
აშშ-ის თავდაცვის მდივანი თვლის, რომ უკრაინას აქვს საკმარისი შესაძლებლობები კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად. ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინას აქვს აქტიური ოპერაციების შესანიშნავი გეგმა, რომლის დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა წრემ იცის - "მათ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ ჩავატარეთ წვრთნები დიდი რაოდენობით ჯარისკაცებისთვის, მივაწოდეთ პლატფორმების მნიშვნელოვანი რაოდენობა", - თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას.
ოსტინმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას- „იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაწყვეტენ შეტევითი ოპერაციების დაწყებას."