
გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქების გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხებათ, მათ, ვინც უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქებს თავიანთი აქტივების დამალვაში ეხმარებიან.
სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირის ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვის ნათესავები.
სანქციები შეეხოთ ევტუშენკოვის ორ შვილსა და ცოლს. სანქცირებულთა შორისაა რუსი ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის ცოლიც.
ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა დემეტრეს იოანიდესსა და ქრისტოდულოს ვასილიადესს, რომლებიც ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს ქონების გადამალვაში ეხმარებოდნენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს მათთვის იმ აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც დამალული ჰქონდათ და პარტნიორებთან ერთად იბრძოლებენ ომის მხარდამჭერთა წინააღმდეგ.