პოლონეთის უმაღლესი ჯილდო მიხეილ სააკაშვილს - ვარშავაში ღონისძიებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამჯერად ჯილდოს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი გადასცემს. ლეხ კაჩინკსის სახელობის პრომეთეს ორდენი მესამე პრეზიდენტს თავისუფლებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში  შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ. 

ცერემონია ვარშავაში,  სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენიმე საათში, თბილისის დროით დაახლოებით 10 საათზე დაიწყება.  

დაჯილდოებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის დედა, დელეგაციები უკრაინიდან და საფრანგეთიდან, ასვე პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების  ადგილას ცოტა ხნის წინ მივიდა ფრანგი ინტელექტურლი ბერნარდ ანრი ლევი, რომელიც გიული ალასანიასთან ერთად ჯილდოს მიიღებს და კლინიკა "ვივა მედიდან" გაგზავნილ მიხეილ სააკაშვილის წერილს წაიკითხავს.

"ეს არის პრიზი ჩვენი მედია-ჯგუფისგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია-ჯგუფი პოლონეთის კონსერვატიული ფრთიდან. ეს პრიზი გადაეცემათ მათ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენთვის, პოლონელებისთვის, თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და სწორედ ამიტომ გადავცემთ ამ პრიზს პრეზიდენტ სააკაშვილს. ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და ასევე ის არის ძალიან მამაცი პიროვნება." ამბობს ჟურნალისტი,  პაველ პიკარჩიკი

ღონისძიების ჩატარების ადგილას კი სიმბოლურად გამოფენილია ე.წ. პიჯაკების საქმის ის დეტალები, რომელიც მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ბრალდების საქმეში დევს. 

მიხეილ სააკაშვილის გარდა, პოლონეთის უმაღლესი ჯილდო დღეს გადაეცემათ პოლონეთის ვიცეპრემიერსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს. 
 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი