ზელენსკი ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობისგან "ერის ღირსებისა" და ჯოხარ დუდაევის სახელობის ორდენებით დაჯილდოვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობისგან უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები - ერის ღირსების ორდენი და ჯოხარ დუდაევის ორდენი მიიღო.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური  მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის შეტანილი ღვაწლისთვის დაჯილდოვდა.

"მისმა პოლიტიკურმა სიმტკიცემ მოახერხა უკრაინელი ხალხის გაერთიანება საუკუნოვანი მტრის -რუსეთისა და მისი სისხლისმსმელი მონსტრების სახით, საფრთხის წინაშე" - ნათქვამია ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, აჰმედ ზაკაევის მიმართვაში. 

უკრაინის პრეზიდენტს ჯილდოები პირადად გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.

ჯოხარ დუდაევის სახელის ორდენი გადაეცემა "ერის ღირსების" ორდენის რაინდებს. ამჟამად ამ როდენით დაჯილდოებულები არიან ჩეჩენი პოლიტიკოსები ასლან მასხადოვი და ზელიმხან იანდარბიევი, ასევე ლიეტუველი სახელმწიფო მოღვაწე ვიტაუტას ლანდსბერგისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი