
უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ჩინეთში გადაიდო. მიზეზი ბორელის კოვიდინფიცირებაა.
"გამომდინარე იქიდან, რომ covid-19 დამიდასტურდა, სამწუხაროდ, საჭირო გახდა ჩემი ჩინეთში ვიზიტის გადადება. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომებიც არ მაქვს" - წერს ბორელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ჩინეთში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი 13-15 აპრილს იყო დაგეგმილი.