ანექსირებულ ყირიმში, 9 მაისის სამხედრო აღლუმი და უკვდავი პოლკის მსვლელობა გაუქმდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, "უსაფრთხოების მიზნით", სამხედრო აღლუმი და უკვდავი პოლკის მსვლელობა გაუქმდა.

"ყირიმის რესპუბლიკის ხელისუფლებამ და გმირმა ქალაქ სევასტოპოლმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, არ მოეწყოთ სადღესასწაულო დემონსტრაციები - 1-ელ მაისს, უკვდავი პოლკის მსვლელობა და 9 მაისს სამხედრო აღლუმი. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია უსაფრთხოების თვალსაზრისით", ნათქვამია ე.წ. ხელისუფლების განცხადებაში.

მოგვიანებით, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ქალაქში გამარჯვების დღეს აღლუმის შესახებ ჯერ არ არის მიღებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი