კორუფციული გარიგებები აჭარაში | რუსი ბიზნესმენები ბათუმში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებენ

გამოქვეყნდა:

ინვესტიცია და მრავალმილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტი კორუფციული გარიგების სანაცვლოდ. აჭარაში. ოპოზიცია ხელისუფლების ადგილობრივ მაღალჩინოსნებს რუს ბიზნესმენებთან გარიგებაში ადანაშულებს.

სალიბაურის მთაზე საცხოვრებელი კომპლექქსის მშენებლობის ისტორია ჯერ ბათუმურმა მედიამ, შემდეგ კი "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლეს და დაადგინეს ფაქტები, რომლებზეც პოლიტიკოსები კითხვებს სვამენ. როგორ მოხდა, რომ უზარმაზარ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა კომპანიამ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა დამფუძნებლებმა "ქართულ ოცნებას" სოლიდური თანხა შესწირეს? და ლეგალურია თუ არა რუსეთის მოქალაქეების ბიზნესი საქართველოში?

მმართველ პარტიას განმარტებების გაკეთება არ უნდა, მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება - ადგილობრივების პროტესტს კი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი