საჯარო სამსახურში დასაქმებულები ჯარში აღარ წავლენ, რელიგიური კონფესიების წევრები - კი | ცვლილებები სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში

გამოქვეყნდა:

სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი იცვლება - "ქართულ ოცნებას" სამხედრო კოდექსში შეაქვს ცვლილებები, რომლებიც სამხედრო ექსპერტების კრიტიკას იმსახურებს.

ახალი წესით გაწვევის გადავადების საფუძველი შესაძლოა გახდეს საჯარო უწყებაში მუშაობა. რელიგიური კონფესიების წევრობა კი აღარავითარ გარანტიებს აღარ იძლევა - მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ექნებათ უფლება უარი თქვან ჯარში სამსახურზე.

ახალი კანონპროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომით ხელისუფლება საჯარო მოხელეების და ეკლესიის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მიღებას ცდილობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი