დუმის დეპუტატის ინიციატივით, რუსეთში ევროვიზიის ანალოგი კონკურსი უნდა ჩატარდეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი კოლუნოვის ინიციატივით, რუსეთში ევროვიზიის ანალოგი კონკურსი უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ მან Подмосковье сегодня-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონკურსი საერთაშორისო უნდა გახდეს.

"გვესაჭიროება ალტერნატივა. ადგილობრივი სიმღერის კონკურსი ევროვიზიის მსგავსად საერთაშორისო უნდა გახდეს. თუმცა მასში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებს უნდა მივცეთ", - თქვა მან.

კოლუნოვს ინიციატივით, ფესტივალის მონაწილეებმა სიმღერები რუსულ ენაზე შეასრულონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი