
სააპელაციო სასამართლოში ქმრის მიერ ავტობუსში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. 31 წლის ქალი გასულ წელს გურამიშვილის გამზირზე ქმარმა შვილების თვალწინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სააპელაციო სასამართლოს პირველი სხდომა კი ხვალ უნდა გამართულიყო, მაგრამ ის დაცვის მხარის მოთხოვნით გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაცვის მხარემ მოიპოვოს ალტერნატიული დასკვნა მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, სადაც ეწერება, რომ ის დანაშაულის დროს შეურაცხადი იყო. დოკუმენტი კი სასჯელის შესამსუბუქებლად იქნება გამოყენებული.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი