სტამბოლში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ მცირე, 15 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

უცხოური მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ "ისლამური სახელმწიფოსა" და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 15 პირი დააკავეს, რომლებიც უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

როგორც მედია წერს, სპეცოპერაცია სტამბოლის 8 რაიონში, 12 სხვადასხვა მისამართზე ერთდრულად ჩატარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, თურქეთის დაზვერვამ დააკავა ისლამისტი ტერორისტი, რომელიც სტამბოლში თავდასხმისთვის ემზადებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი