
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ მოსამართლეების სანქცირება დეპარტამენტის მხრიდან, ეფუძნება მრავალი წყაროდან მიღებულ ცნობას, მათ შორის, ღია წყაროებიდან მიღებულს. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს გამოძიების დაწყება, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში:
"პირველ რიგში, როგორი ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი არ იცვლება. ხსენებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება მრავალი წყაროდან მიღებულ ცნობებს, მათ შორის ღია წყაროებიდან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ დაიწყოს საკუთარი გამოძიება, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგამდე მივა." ამბობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, 5 აპრილს სახდეპმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა