სამმა მოსამართლემ აშშ-ში წასვლაზე უარი თქვა, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი - გვრიტიშვილი

გამოქვეყნდა:

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი "იმედთან" საუბარში აშშ-ს სამართლებრივ და დემოკრატიულ სტანდარტებს უწუნებს და ამბობს, რომ მისი კოლეგები "მტკიცებულებების გარეშე" ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ "საკუთარი უდანაშაულობა" უნდა ამტკიცონ:

„სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი არის ის, რომ ბრალმდებელი ამტკიცებს ბრალდებულის დანაშაულს და არა, პირიქით. ბრალდება წაუყენო სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და ბრალად დადებული პირი აიძულო საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს, ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს ჩემი კოლეგა მოსამართლეები, რომელთა მიმართაც სანქცირების გადაწყვეტილება არის მიღებული." ამბობს გვრიტიშვილი. 

მისივე თქმით, სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე, რაც "სოლიდარობის ერთგვარი აქტია", აშშ-ის მხრიდან, "უსამართლო და დამამცირებელი" მიდგომისთვის ქართველი მოსამართლეების მიმართ:

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.

ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, 5 აპრილს სახდეპმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი