სანქციები და საქართველოს საკითხი აშშ-ში - მიიღო თუ არა გაფრთხილება ფინანსთა მინისტრმა სახაზინო დეპარტამენტისგან?

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრი საქმიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლაშა ხუციშვილის პირველი შეხვედრა სახაზინო  დეპარტამენტის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ჰქონდა, მეორე კი  ტერორიზმის დაფინანსებასა და ფინანსური დანაშაულის გამოძიების ჯგუფთან. 

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

შეხვედრებს კელი დეგნანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ამ სანქციების აღსრულებაში. 

"რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის შეხვედრას ჩვენი სანქციების კოორდინატორთან. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, რაც ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს გავლით ვაჭრობას ეხება. ამ თანამშრომლობაში ჩართულია საბაჟო და საგადასახადო სამსახურებიც, ასევე სასაზღვრო პატრული. ეს თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება და განსაკუთრებით დასაფასებელი გახდა დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ სხვადასხვა გზებით თავი აარიდოს სანქციებს. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობასა და მონიტორინგის გაუმჯობესებას ემსახურებოდა ეს შეხვედრა, ინფორმაციის გაცვლას, თუ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში." ამბობს დეგნანი.

ხუციშვილის ვიზიტსა და შეხვედრებს კი წინ უძღოდა სხვადასხვა საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებული რეპორტაჟები -როგორ იქცა საქართველოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი