ხუთმა ქალმა დეპუტატმა გავიყავით 50 კაცი, მე მაქვს 11 დეპუტატის თანხმობა - აქუბარდია საგამოძიებო კომისიაზე

გამოქვეყნდა:

18 აპრილის სხდომაზე გახდება ცნობილი მოახერხებს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ინიციატორები ამბობენ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მათ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მოგროვება არ უნდა გაუჭირდეთ. ხმების მობილიზებას 5 ოპოზიციონერი დეპუტატი კურირებს, მათ დეპუტატებთან ამჯერად პირადი კომუნიკაცია აქვთ.

"ხუთმა ქალმა დეპუტატმა გავიყავით 50 კაცი, მე პირადად მაქვს 11 დეპუტატის თანხმობის დასტური და იმედი მაქვს, რომ ჩვენ 50 დასტურს, რადგან პირადი კომუნიკაცია საჭირო ყოფილა და ფრაქციის ხელმძღვანელი საკმარისი არ აღმოჩნდა, ვაგროვებთ იმისთვის, რომ გვქონდეს პირობა. იმ დღეს ვინ მოვა და ვინ არ მოვა, უკვე მისი უშუალო პასუხისმგებლობაა", - თქვა თეონა აქუბარდიამ

შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.  თუმცა, მოგვიანებით, როცა გაირკვა რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრნენ,  მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნულიყო. "ნაციონალურმა მოძრაობა" განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს და სამშაბათს, როცა საკითხი სესიაზე გავა, ოპოზიცია მობილიზებული უნდა იყოს.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი