
საფრანგეთის საელჩომ 12 აპრილს მოსკოვში მიიღო ამანათი ცხოველების ძვლებით - ამის შესახებ უკრაინული მედია Unian ტელეგრამის არხი BAZA-ზე დაყრდნობით წერს.
დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, რომ გარეგნულად ეს იყო ჩვეულებრივი „რუსული ფოსტის“ პაკეტი, მაგრამ სტანდარტული სკანირების პროცედურის დროს საელჩოს თანამშრომლებმა შიგნით პატარა ძვლები და ე.წ. შპრიცი დაინახეს. საელჩოში პოლიცია გამოიძახეს. ამანათი სამართალდამცველებმა წაიღეს.
"ახლაც და გასულ ზაფხულს, გამგზავნზე მითითებული იყო პიეტრო ნოტარიანი. თუმცა, ახალი ამანათი ძვლებით საელჩოში ჩამოვიდა არა ევროპიდან, არამედ ყირიმის ქალაქ სუდაკიდან", - წერს ბაზა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ამანათი საფრანგეთის საელჩომ აქამდე ორჯერ მიიღო. პირველად ივნისში, როდესაც ამანათში ძვლები იდო და თან ახლდა ჩანაწერი - "სუვენირები ყირიმიდან". ამის შემდეგ კი დეკემბერში საელჩომ მიიღო ამანათი მკვდარი თაგვითა და ობობით.
პიეტრო ნოტარიანი იტალიელი კინოპროდიუსერია, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა.