
ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურსა [ФСБ] და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ომის მსხვერპლის მონაცემებთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვთ - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაჟონილი ფაილები ცხადყოფს, რომ ФСБ ამტკიცებს, რომ ოფიციალური პირები არ ითვლიან რუსეთის ეროვნული გვარდიის, ვაგნერის დაქირავებულთა და სხვა დაღუპულების ზუსტ რაოდენობას.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ჯგუფებს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება უკრაინაში ომის მოგვარების თაობაზე და რომ რუსეთი თავს არიდებდა დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვის გახმაურებას.
ФСБ-ს მონაცემებით, თებერვლისთვის დანაკარგი [დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა] თითქმის 110 000 იყო. რუსეთის ბოლო ოფიციალური მაჩვენებელი კი გასული წლის სექტემბრით თარიღდება, როდესაც მათ მხოლოდ 5 937 სამხედროს სიკვდილი დაადასტურეს.
უკრაინის გენშტაბის ყოველდღიური განახლების მიხედვით კი ოკუპანტმა ქევყანამ დაახლოებით 180 590 ჯარისკაცი დაკარგა.