
პერუში ყოფილი მინისტრი დანიელ ურესტი, ჟურნალისტის მკვლელობისთის გაასამართლეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ურესტი მონაწილეობდა 1988 წელს ჟურნალისტ ჰუგო ბუსტიოსის მკვლელობაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევებს იძიებდა.
ყოფილ მინისტრს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ურესტი, რომელიც იმ დროისთვის პერუს არმიის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი იყო, უგო ბუსტიოსის ჩასაფრებასა და მკვლელობაში მონაწილეობდა.