EU-მ "ვაგნერსა" და რუსულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტო RIA FAN-ს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება "ვაგნერისა" და რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო "RIA FAN"- ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანქცირებული ორგანიზაციები, ძირს უთხრიან და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

სანქციების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ "ვაგნერის" დაჯგუფება ხელმძღვანელობდა თავდასხმებს უკრაინის ქალაქ სოლედარსა და ბახმუტზე 2023 წლის იანვარში, ხოლო   კრემლის საინფორმაციო სააგენტო "RIA FAN",  არის მედია ჯგუფის ნაწილი, რომლის სამეურვეო საბჭოს ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი