ერდოღანის თქმით, თურქეთი დრონის გადამზიდავი მეორე გიგანტური გემის მშენებლობას იწყებს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი დრონის გადამზიდავი მეორე გიგანტური გემის მშენებლობას იწყებს.

მისივე თქმით, გემი კიდევ უფრო გიგანტური იქნება, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu.

ცნობისთვის, თურქეთის ყველაზე დიდი უპილოტო საბრძოლო ავიამზიდის, TCG Anadolu-ს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა.

აღსანიშნავია, რომ გემის მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი