
კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვიდან 1 წლისთავზე, უკრაინის პრეზიდენტმა 13 აპრილი უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის მუშაკების პროფესიულ დღედ გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი:
"დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. 2022 წლის 13 აპრილს უკრაინულმა რაკეტამ ხელი შეუწყო წესრიგის აღდგენას შავი ზღვის უკრაინის წყლებში. ჩვენი „ნეპტუნის“ წყალობით, მტრის ფლაგმანი წავიდა ზუსტად იქ, სადაც მისი ადგილია, ისევე როგორც ყველა სხვა რუსული ხომალდის.
სწორედ ამიტომ, ამიერიდან 13 აპრილი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის ყველა მუშაკის პროფესიული დღე. შესაბამის განკარგულებას ხელი მოვაწერე." ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
პრეზიდენტი პროფესიულ დღეს ულოცავს და მადლობას უხდის სფეროს წარმომადგენლებს უკრაინის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ "შავი ზღვის ფლაგმანად" წოდებული რუსული კრეისერი "მოსკოვი" გასული წლის 13 აპრილს ჩაძირეს.