იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წელს 1800 მომლოცველს შეუშვებენ - ისრაელის პოლიციამ შეზღუდვები დააწესა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პოლიციამ აღდგომაზე იერუსალიმში მომლოცველთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. თუ შარშან დღესასწაულს 10 ათასი ადამიანი დაესწრო, წელს ქრისტეს აღდგომის ტაძარში მხოლოდ 1800 მომლოცველს შეუშვებენ. 

საეკლესიო ლიდერები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, პოლიციის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზედმეტად მკაცრია. 

ისრაელის პოლიცია კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მომლოცველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. 

ეკლესიის წარმომადგენლები ქრისტიანებს ამ წესების უგულებელყოფისკენ მოუწოდებენ. საეკლესიო პირთა უკმაყოფილება იმითაც არის გამოწვეული, რომ პოლიციამ 200 თანამშრომელი უშუალოდ ტაძარში დააყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი