ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა ვიზიტი - იოზვიაკი ზურაბიშვილის გადადებულ გამოსვლაზე ევროპარლამენტში

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი სალომე ზურაბიშვილის გადადებულ ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი საქართველომ გააუქმა. 

"საბოლოო ჯამში, საქართველოს პრეზიდენტი არ გამოვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტრასბურგში მომავალ კვირას. ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა [ვიზიტი]" წერს ჟურნალისტი ტვიტერზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დრომდე დუმს, რა გახდა სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილი ვიზიტისა და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი