"სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად" | ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად. უცხოური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი ამ მონაკვეთზე ჯარებს იმ შემთხვევაში გაიყვანს, თუ მსგავს ნაბიჯს აზერბაიჯანიც გადადგამს.

ფაშინიანი ამბობს, რომ საუბარია სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის საზღვარზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრად 1991 წლის 21 დეკემბრის ალმათის დეკლარაციის შესაბამისად გადაკეთდა.

"აზერბაიჯანის ქმედებები არის პროვოკაციული და ეწინააღმდეგება 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭის შეხვედრებზე მიღებულ განცხადებებს. საზღვარზე არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღით გავრცელებული გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს 1991 წლის საზღვარს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ 2021 წლიდან და ეს ქმედება გამომდინარეობს პრაღისა და სოჭის სამმხრივი შეთანხმებების ლოგიკიდან", - განაცხადა ფაშინიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი