პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადაიდო:
"საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო." ნათქვამია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა 18 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა დღეს, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიზიტი აღარ შედგება.