
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სურს, ქვეყანაში ამერიკული წარმოების აბრამსის ტიპის ტანკებისთვის სერვის-ცენტრი გაიხსნას.
"მსურს [გაიხსნას] სერვის-ცენტრი აბრამსის ტანკებისთვის, რომელიც მთელს ევროპას მოემსახურება მათი საბრძოლო მზაობის შემოწმებისთვის და რომელიც პოლონეთში აშენდება. ეს შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებ", - განაცხადა მორავეცკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთს 116 მოდერნიზებული აბრამსი აქვს და დამეტებით, კიდევ 250 აბრამსის ტიპის ტანკს ელოდება.
როგორც მორავიეცკიმ აღნიშნა, ისინი ჩაანაცვლებენ იმ საბჭოთა წარმოების ტანკებს, რომლებიც პოლონეთმა
უკრაინას, ომში დახმარების მიზნით გადასცა.