ესპანეთში კოკაინის წარმოების ევროპის უდიდესი ლაბორატორია აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ესპანელმა სამართალდამცავებმა, პორტუგალიასა და კოლუმბიასთან ევროპის უდიდესი მიწისქვეშა კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინეს. დაკავებულია 40 ადამიანი და ამოღებულია 1 300 კილოგრამი კოკაინის ბაზა

"კრიმინალური ორგანიზაცია, გამოირჩეოდა მაღალი დონის ორგანიზაციით და მისი წევრები იყენებდნენ უსაფრთხოების მკაცრ ზომებს, როგორიცაა მეტსახელების და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, შენიღბული გადამყვანები და მათი კომუნიკაციის მკაცრი პროტოკოლის დაქვემდებარება", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ამოიღეს 151 კილოგრამი კოკაინის ჰიდროქლორიდი და 23 000 ლიტრზე მეტი პრეკურსორები და სხვა ქიმიკატები. ასევე, გაიყინა 17 უძრავი ქონება დაახლოებით 1,7 მილიონი ევროს ღირებულებისა და 37 ფინანსური ანგარიში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი