"გირჩმა" სიის ფორმირების საშუალება მომხრეებს მისცა - საბოლოო სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 30 ივლისის 4:20 საათზე უნდა გამოცხადებულიყო პოლიტიკური პარტია "გირჩის" საპარლამენტო პროპორციული სიის საბოლოო ვარიანტი, თუმცა გირჩის პორტალზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო გადაწყდა, რომ გირჩის ამომრჩევლებს მათი რჩეული პოლიტიკოსებისთვის ხმის მისაცემად დამატებითი დრო მიეცემათ.  

"გირჩის" საპარლამენტო ხუთეული, რომელიც წინასწარი მონაცემებით დაჯამდა, ასე გამოიყურება:

  • სიის პირველი ნომერი არის პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  • მაორე ადგილზე კი გავიდა პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, რომელიც გირჩის პოლიტიკური საქმიანობის ფარგლებში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე მუშაობს
  • მესამე ადგილი ერგო "გირჩის" დამფუძნებელს ჰერმან საბოს
  • მეოთხე ადგილზეა გირჩის აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რაქვიაშვილი
  • მეხუთე ადგილზე გავიდა გირჩის იურისტი ლევან ჯგერენაია.  

"გირჩმა" პროპორციული სიის ჩამოყალიბების საშუალება მისცა მის გულშემატკივრებს საკუთარი პორტალ girchi.com პლატფორმაზე. პარტიის მომხრეები გირჩის შექმნილი ელექტრონული ვალუტის GeD (Georgia Dollar) მეშვეობით ბოლო კვირების განმავლობაში აძლევდნენ ხმას თავიანთ ფავორიტ პოლიტიკოსებს. ეს არის მომხრეების მიერ საპარლამენტო სიის ფორმირების პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.     

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა სექტემბრამდეა, ეს არის სიმბოლური თარიღი, 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "გირჩმა" გამოაცხადა ავტომანქან "ტესლას" გათამაშება არჩევნებში მონაწილე თითოეული მოქალაქისთვის. ამომრჩევლებს "ტესლას" მოგება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მივლენ საარჩევნო უბანზე, ნებისმიერ კანდიდატს შემოხაზავენ და ფოტო მტკიცებულებით დაადასტურებენ არჩევანის გაკეთების ფაქტს. ავტომანქანებს "გირჩი" საპარლამენტო დაფინანსებით შეიძენს, "ტესლები" ოთხი წლის განმავლობაში გათამაშდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი