თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ თავდასხმაზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

თბილისში,  კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში", გუშინ, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცმა რომელიც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და ჩაამსხვრია მინები. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი