გასულ დღეს რუსეთმა ომში კიდევ 500 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 14 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 181 090;
  • ​ტანკი - 3 650;
  • ჯავშანტექნიკა - 7 069;
  • საარტილერიო სისტემა - 2 784;
  • სარაკეტო სისტემა - 535;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 283;
  • თვითმფრინავები - 307;
  • ვერტმფრენი - 293;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 339;
  • საკრუიზო რაკეტები - 911;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 640;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 321.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი