
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ გააუქმა სტრასბურგში ვიზიტი და რა მიზეზით არ იწყალებს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიას.
გუშინ, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის ისევ არ იყო ნიკა გვარამია. მოგვიანებით ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. ის ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო. ადმინისტრაციამ მიზეზად მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი დაასახელა.
მთავრობა ამბობს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობის გაჭიანურების შესახებ ინფორმაცია მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.