გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. 

მისივე თქმით, განმეორებით ჩაატარეს კვლევა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ექიმი ამბობს, რომ მიიღეს პასუხი, რომლის მიხედვითაც მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება. 

ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად, ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე და ასე შემდეგ, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება, ამას მოითხოვს პროტოკოლი რომ მოხდეს მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის შედეგების და შესაბამისად, ჩვენ მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა, გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ ჩვენ იქიდან დასკვნა შესაბამისი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ აღენიშნება შემცველობა. ანუ აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი", - ამბობს ჩხაიძე. 

ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის  ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი