რუსეთის ქალაქ სტავროპოლის ერთ-ერთ სამხედრო საავადმყოფოში სოსო პავლიაშვილმა უკრაინაში დაჭრილი რუსი ოკუპანტებისთვის იმღერა. ღონისძიება საავადმყოფოს 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედია წერს, რომ მომღერალმა რამდენიმე "ჰიტი" შეასრულა, მათ შორის იმღერა ქართულადაც, ასევე დაჭრილებს გაესაუბრა და მათთან ფოტოები გადაიღო. რამდენიმე დაჭრილმა ჯარისკაცმა მომღერალთან მოკითხვის ვიდეო ჩაწერა და ფრონტზე მყოფ სამხედროებს გაუგზავნა. პავლიაშვილის გარდა დაჭრილებისთვის სტავროპოლის ოფიცერთა სახლის არტისტებმა იმღერეს.