მცდელობაა, რომ ვინმე მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს - სარჯველაძე პრეზიდენტის ინსტიტუტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე სტრასბურგში პრეზიდენტის გაუქმებულ ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვიღაცას აქვს სურვილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩინოს, როგორც დევნილი, ჩაგრული.

 სარჯველაძის თქმით, ცალმხრივად გავრცელებული ფაქტები სენსაციური აღმოჩნდება და შემდეგ ირკვევა, რომ "ფეიკია“.

"თვალს ვადევნებთ მცდელობას, რომ ვინმე მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს. ცალმხრივად გავრცელებული ფაქტები სენსაციური აღმოჩნდება ხოლმე და შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ „ფეიკია“. ითქვა, რომ თითქოს ნებართვა არ იყოს გაცემული. შემდეგ კი მთავრობამ განაცხადა, რომ ნებართვა გაცემული იყო. ფაქტია, რომ ცვლილებების მიზეზი ნებართვის გაუცემლობა არ იყო. საქართველოში არავის აქვს შეზღუდული საქმიანობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა“, - უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ. კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში 18 აპრილს იგეგმებოდა. პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ ვიზიტისთვის საჭირო თანხმობის გაცემა ხელოვნურად გააჭიანურა. პარალელურად, ბრალდებას უარყოფს მთავრობა და საპასუხო განცხადებაში განმარტავს, რომ პრეზიდენტის მტკიცება პროცესი გაჭიანურებასთან დაკავშირებით სიცრუეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი