დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, ოკუპანტებმა 40 000 რუსული პასპორტი გასცეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, ოკუპანტებმა  40 000 რუსული პასპორტი გასცეს - ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით რუსები, ქალაქის მცხოვრებლებზე, კიდევ 44 000 პასპორტის გაცემას გეგმავენ

"ოკუპირებულ მარიუპოლში 280 ათასი ადამიანია. გახსოვთ ეს პროპაგანდისტული განცხადება? ოფიციალურად  მარიუპოლში 40 000 პასპორტია გაცემული და კიდევ 44 000 მოლოდინშია. ეს არის მარიუპოლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი და სად წავიდა კიდევ 200 000?” -  წერს ანდრიუშჩენკო.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში რუსეთის აგრესიამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. რუსული დაბომბვის შემდეგ ქალაქი თითქმის 90%-ით განადგურდა . დაზიანებულია და დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი